ეროვნული სასწავლო გეგმები 2017-2021 ს.წ.


ეროვნული სასაწავლო გეგმები 2017- 2021 ს.წ.



თემა:„ევროპა ჩემს გაკვეთილზე
გაკვეთილის გეგმა

კლასი   IX
მასწავლებელი:  მაია აბდალაძე
ჩატარების დრო:   დეკემბერი
გაკვეთილის თემა: ევროპული ცივილიზაციის სათავეებთან
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 90 წთ.
კლასის დახასიათება: კლასის მოსწავლეები  მოტივირებულნი, ინტერესიანები არიან, შეიძლიათ კომპიუტერთან მუშაობა, ინფორმაციის მოძიება და პრეზენტაციის გაკეთება.
სასწავლო მიზნები
   მოსწავლეები გაეცნონ ევროპული ცივილიზაციის კულტურულ ძეგლებს და გაიაზრონ მათი როლი ხელოვნების განვითარების გზაზე. 
          მოსწავლეებმა შეძლონ ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიება ევროპული ცივილიზაციის კულტურული ძეგლების შესახებ და მიზნობრივად გამოიყენონ ერთობლივი ნამუშევრების შესაქმნელად.
          მოსწავლეებმა შეძლონ შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარება, არგუმენტირებული მსჯელობის, თანამშრომლობის და საპრეზენტაციო უნარ-ჩვევების გამოვლენა როლური თამაშის გამოყენებით.
მოსალოდნელი შედეგები:
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
ს.გ. IX. 5 მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და შეასრულოს სხვადასხვა სახის სამუშაო
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
*განსაზღვრავს იმ მოქმედებებს, რომლებიც აუცილებელია დასახული მიზნის მისაღწევად
*ქმნის ლოგოს
*კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით ქმნის ბუკლეტებს
ს.გ.IX.6 მოიძიებს ინფორმაციას სამუშაოს შესასრულებლად
*ანაწილებს გუნდში სამუშაოს
*იყენებს და ითვალისწინებს გუნდელების შესაძლებლობებს
*ეხმარება კლასელებს შემოქმედებითი და საორგანიზაციო სიძნელეების გადალახვაში
*საჭიროების შემთხვევაში მათგან ითხოვს დახმარებას
ს.გ.IX.7 მოსწავლეებს შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა ხელოვნების კონკრეტული ნიმუშის ანალიზის დროს
*აფასებს და ასაბუთებს, რატომ აძლევს უპირატესობას
*მსჯელობს ხელოვნების ნიმუშის ჟანრზე, თემაზე, მასალაზე, ტექნიკაზე
ს.გ. IX.8 მოსწავლეს ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს,  რომ ხელოვნება არის კომუნიკაციის და კულტურის თვითგამოხატვის საშუალება
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე
*ასახელებს კონკრეტული კულტურის რამდენიმე მახასიათებელს
*მოიძიებს მასალას, ევროპული ცივილიზაციის კულტურის ძეგლებზე და წარუდგენს თანაკლასელებს.
ს.გ. IX. 11 მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა კონტექსტში განიხილოს ხელოვნების ნიმუში
*მოსწავლე იკვლევს, რა როლს ასრულებს  ევროპული ცივილიზაციის კულტურული ძეგლები ხელოვნების განვითარების გზაზე.
გაკვეთილის მსვლელობა:
აქტივობა N1 წინარე ცოდნის შემოწმება
(ორგანიზების ფორმა: საერთო საკლასო დრო:7-8 წთ)
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეებში წინარე ცოდნის გააქტიურება
აქტივობის აღწერა:
 აქტივობაში მოსწავლეები შერჩევის პრინციპით ებმება. მოსწავლეთა გაძახებისათვის ვიყენებ ხის ჯოხებს , რომელზედაც აწერია მათი სახელები და გვარები. შემთხვევითობის პრინციპით გაძახებული მოსწავლე აჯგუფებს კითხვას შესაბამის პასუხთან. ვახდენ სწორი პასუხის იდენტიფიცირებას.
აქტივობა N2    ტურისტული სააგენტო
 ( ორგანიზების ფორმა :ჯგუფური. დრო  10-12 წთ)
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეებმა შეძლონ ჩამოაყალიბონ საკუთარი ტურისტული სააგენტო, დაარქვან სახელი, შექმნან ლოგო და სავიზიტო ბარათი
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეების დაჯგუფება, რომ საინტერესო იყოს ვიყენებ 4 ქსეროქსის ფურცელზე ასახულ  ცნობილ არქიტექტურულ ნაგებობებსა და მონუმენტურ ქანდაკებებს და ვთხოვ დაასახელონ მათი ადგილმდებარეობა(რომი და საბერძნეთი). ფურცლებს ვაკრავ ოთახის კუთხეებში  და მივმართავ  მივიდნენ იმ ღირსშესანიშნაობის ფურცელთანსადაც სურთ მოგზაურობა. მოსწავლეები განაწილდებიან 4 ჯგუფში, ვურიგებ  ინსტრუქციას და ფურცლებს, რომ მოიფიქრონ, დააწერონ და გააფორმონ სააგენტოს სახელი ,სავიზიტო ბარათი და ლოგო.
აქტივობა N3 სახელწოდება: „ვეძებ ინფორმაციას
 (ორგანიზების ფორმა ჯგუფური დრო: 15 წთ)
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეებმა შეძლონ მითითებული ინსტრუქციის მიხედვით ინფორმაციის მოძიება და დახარისხება  არქიტექტურული ძეგლისა და  ქანდაკების შესახებ მომდევნო აქტივობისათვის.
აქტივობის აღწერა:   
თითოეულ ჯგუფს ვურიგებ ინტერნეტ ქსელში ჩართულ ლეპტოპებს და  ბარათებზე დაბეჭდილ დავალების ინსტრუქციას. ასევე ინსტრუქციას ვახმოვანებ. თითოეული ჯგუფი იძიებს  ინფორმაციას მათთვის სასურველი არქიტექტურული ძეგლის, თუ მონუმენტური ქანდაკების  შესახებ. კერძოდ ერთი ჯგუფი მუშაობს საბერძნეთის არქიტექტურაზე, მეორე-საბერძნეთის ქანდაკებებზე, მესამე-რომის არქიტექტურაზე, მეოთხე- რომის ქანდაკებებზე, მოძიებულ ინფორმაციას მოსწავლეები აანალიზებენ და ახარისხებენ მომდევნო აქტივობისათვის.  
აქტივობა 4    პროფესიაგიდები“ .
(ორგანიზების ფორმა ჯგუფური დრო: 17 წთ)
აქტივობის მიზანი:
მოსწავლემ შეძლოს წინა აქტივობაში მოძიებული და გაანალიზებული ინფორმაციის გამოყენებით ბუკლეტის გაკეთება.
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეები მოძიებული ინფორმაციის მიხედვით ავსებენ და ამზადებენ ბუკლეტებს, მასწავლებლის მიერ შედგენილი  ბუკლეტის შაბლონების საშუალებით.  
 აქტივობა 5. როლური გათამაშება. „ტურისტი და გიდი
(ორგანიზების ფორმა ჯგუფური. დრო 20 წთ)
აქტივობის მიზანი:
როლური თამაშის გამოყენებით ტურისტის ინფორმირება ტურისტული სააგენტოს მიერ მოსწავლეებმა შეძლონ შემოქმედებითი და საპრეზენტაციო უნარ-ჩვევების განმტკიცება.
აქტივობის აღწერა:
 თითო ჯგუფიდან ერთი ხდება  „ტურისტი“(ჯგუფის შეთანხმების მიხედვით) და მიემართება სხვა ჯგუფთან, რომელსაც აქვს გამოცდილებაგიდი“. გიდები წარუდგენენ პრეზენტაციას ტურისტს თავიანთი ტურების დასაინტერესებლად .
აქტივობა 6.              3.2.1.
ორგანიზების ფორმა ინდივიდუალური-(დრო:10 წთ)
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეებისაგან უკუკავშირის მიღება გასასვლელი ბილეთების გამოყენებით(3,2,1 )
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეებს ვურიგებ დაბეჭდილ ბარათებს. მათ ეძლევათ დრო შეავსონ ცხრილი, რაც დამეხმარება გავიგო თუ, როგორ დავგეგმო მომავალი გაკვეთილი.
აქტივობა 7 . საშინაო დავალების მიცემა (დრო 3 წთ)
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეებს ვაძლევ  საშინაო დავალებას: აირჩიონ  და დაწერონ ერთერთი   ესემოგზაურობა ძველ რომშიანმოგზაურობა ძველ  საბერძნეთში“.
სასწავლო რესურსები:
საკლასო ოთახი, ინტერნეტ ქსელში ჩართული კომპიუტერები, ფურცლები, წინასწარ დამზადებული დავალების დაბეჭდილი ინსტრუქციები, ფერადი ფანქრები ან სხვა ფერადი საშუალებები, ბუკლეტის შაბლონი, შესაბამისობის სქემა (წინარე ცოდნის გააქტიურებისათვის), ქსეროქსის ფურცლებზე ასახული კულტურული ძეგლები მოსწავლეთა დასაჯგუფებლად
შეფასება და თვითშეფასება (შეფასების
კრიტერიუმები, მეთოდები და საშუალებები):
შეფასება და თვითშეფასება: სიტყვიერი განმავითარებელი შეფასება ,განმსაზღვრელი შეფასება: პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა   და ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა, გასასვლელი ბილეთები.

დანართი:    

ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა

                                                                 
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია
1
ჯგუფის წევრები უსმენენ ერთმანეთს
2
ჯგუფის წევრები თანამშრომლობენ (აზრის გამოხატვის თანაბარი პირობები)
2
ჯგუფი პრეზენტაციისას წარმოადგენს მთავარ იდეას, აკეთებს დასკვნებს
2
ჯგუფი პასუხობს შეკითხვებს
2
ჯგუფი იცავს დროის ლიმიტს
1



                                                 პრაქტიკული სამუშაოს  შეფასება
მოსწავლეები
                  შეფასების კრიტერიუმები
შემაჯამებელი ქულა

ორგანიზებულობა დროის ლიმიტის დაცვა საჭირო აღჭურვილობის ქონა

0-1
მასალის ტექნიკის  და მხატვრულ- გამომსახველო
ბითი საშუალებების ფლობა    

  0-3
შემოქმედებითობა







0-4
თანამშრომლობა
ჯგუფური მუშაობის დროს





0-2
ქულათა მაქსიმალური რაოდენობა

10
1.





2.





3.





4.





5.











            საპრეზენტაციო უნარების შეფასება
მოსწავლეები
                  შეფასების კრიტერიუმები
შემაჯამებელი ქულა

აღწერს ნამუშევარს


0-3
აანალიზებს კომპოზიციას და მხატვრულ გამომსახველობით საშუალებებს
 0-4
ასაბუთებს საკუთარ ინტერპრეტაციას
0-4
ქულათა მაქსიმალური რაოდენობა

10
1.




2.




3.




4.




5.












Комментариев нет:

Отправить комментарий