პროექტი: ხელოვნება, როგორც ომის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა
2023 წლის 12 ივნისს მე-10 კლასში ჩატარდა შემაჯამებელი პრეზენტაცია პროექტის „ხელოვნება, როგორც ომის მიმართ პროტესტის გამოხატვის საშუალება. ხელმძღვანელი მაია აბდალაძე. პროექტის ტიპი: მოქმედებითი/სამოქალაქო. პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებს ხელოვნების მეშვეობით გამოეხატა პოზიცია ომის მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, აემაღლებინათ სამოქალაქო ცნობიერება და სოციალური პასუხისმგებლობა. მოსწავლეებმა შექმნეს საინფორმაციო ბროშურები, პოსტერები, დახატეს ნახატები, წარმოადგინეს პერფომანსი, მოამზადეს Power Point-ში პრეზენტაციები ცნობილი მხატვრების ომის თემაზე შექმნილი ცნობილი ნამუშევრების.სადაც მოახდინეს სხვადასხვა ეპოქის და ქვეყნის ხელოვნების ნაწარმოების და მასში გამოყენებული მასალის, ტექნიკის, ხერხების და საშუალებების, ასე საშუალებების მეშვეობით გამოხატული იდეის, ავტორის პოზიციის ანალიზი, ინტერპრეტაცია და შეფასება.
მოსწავლეებმა გამოიმუშავეს პრეზენტაციის უნარები ,შეძლეს საკუთარი ნამუშევრის აუდიტორიის წინაშე წარდგენა და დამტკიცება, რომ
ხელოვნების მეშვეობით ადამიანი გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას სამყაროში მიმდინარე ყველა მოვლენის, პრობლემის, გამოწვევის მიმართ.
ფესტივალი " შემოდგომის ფოთლები" 2022
ნარჩენებისაგან გაკეთებული
საახალწლო ნივთები
შემოდგომა 2017
ყველაზე მდიდარი ფერებით შემოდგომაა. მარტო შემოდგომის მრავალფერადი ფოთოლი აღძრავს სურვილს შექმნა რაღაც ლამაზი და დაუვიწყარი. ასეც მოხდა, როდესაც დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან ხელოვნების მასწავლებელი მაია აბდალაძე ერთ ჩვეულებრივ გაკვეთილს ატარებდა. მოსწავლეებმა მოიტანეს სხვადასხვა ფერის შემოდგომის ფოთოლი, წებო, ფურცლები და შექმნეს საინტერესო ნიმუშები: ხეები, პეპლები, ყვავილები, ერთმა მოსწავლემ პრინცესას ფოთლებისაგან კაბა გაუკეთა. ნამუშევრებით კმაყოფილებმა გადაწყვიტეს ბაღის აღსაზრდელების გახარება და მათვის ჩუქება. იქ კი დაიბადა იდეა ბაღში პატარებისთვის შემოდგომის დეკორაცია შექმნათ. სკოლის მოსწავლეებმა დახმარება გაუწიეს ბაღის მასწავლებლებს დეკორაციის შექმნაში. მოსწავლეებმა გააკეთეს ხის მაკეტი და ტოტებზე დაკიდეს პატარების ნახატები. ყველაზე ლამაზი შემოდგომის დედოფალი გამოვიდა ყვითელი კაბით , რომელმაც ცენტრალური ადგილი დაიკავა. გაიხარეს პატარებმა.
ბაღის აღსაზრდელებმა მადლობის ნიშნად სკოლის მოსწავლეები ზეიმზე დაპატიჟეს. შემოდგომის ზეიმისთვის კი კიდევ სხვა დეკორაცია იყო საჭირო. რამდენიმე დღეში ბაღის თანამშრომლებმა მასალა მოიტანეს დეკორაციისთვის და შეიქმნა პატარა სოფელი: სახლი, სოფლის ღობით, ქვევრებით, ვენახებით და სხვა.
სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ ღონისძიებას, ამაყები იმით, რომ ერთი ლამაზი დღე აჩუქეს პატარებს.
პროექტი "ქართული ანბანი"
პროექტი "ქართული ანბანი"ინტეგრირებული პროექტია დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის ქართულ ენასა და ხელოვნებაში. პროექტის ხელმძღვანელებია მეგი გიორგიძე და მაია აბდალაძე. მოსწავლეებმა დახატეს ფერადი ფანქრებით ქართული ანბანი, გააფორმეს თავისი სურვილით და ფანტაზიით და შემდეგ მოაწყვეს გამოფენა . პროცესი ძალიან საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეები ხალისით ჩაერთვნენ და შედეგიც სასიამოვნოა.
პროექტი "კარლსონი"
პროექტის ფარ გლებში მეოთხე კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს წიგნი
კარლსონი, დაესწრენ სპექტაკლს, მოაწყვენ დისკუსია, დახატეს სცენები სპექტაკლიდან.პროექტი საინტერესო და სახალისო იყო.პროექტის ხელმძღვანე ლებია:მაია აბდალაძე და მეგი გიორგიძე.პროექტი "აბა გოგონებო"
პროექტის პრეზენტაცია
პროექტი სასკოლო კონფერენცია
"მსოფლიო მუზეუმები"
მოსწავლეები პრეზენტაციის დროს
მოსწავლეების პრეზენტაციები
ომარ მიქაუტაძე
ქეთი კბილაშვილი
ვახო კაცაძე
ჯუბა ზივზივაძე
დიანა სიორდია
ანანო სიორდია
გიორგი მუშკუდიანი
სერთიფიკატი
პროექტი სასკოლო გაზეთი "ცისარტყელა"
მოსწავლეები პრეზენტაციის დროს
გაზეთი "ცისარტყელა" დასაწყისი
გაზეთი "ცისარტყელა" გაგრძელება
სერთიფიკატი
შეფასების რუბრიკები
Комментариев нет:
Отправить комментарий