ნიკო კეცხოველის გზა ბაღდათი, ვანი, სამტრედიანიკო კეცხოველის გზა ექსკურსია ბათუმში

ექსკურსია :
ბაღდათი, ვანი ,სამტრედია
ბაღდათის
მუნიციპალიტეტის როკითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კიდევ ერთი ნიკო კეცხოველის მარშუტი
გაიარეს: ბაღდათი, ვანი ,სამტრედია. გზად დაათვალიერეს ამაღლების და სულორის ბარნეოლოგიური
კურორტები სამკურნალო ცხელი წყლებით. ნახეს ვანის ნაქალაქევის რამდენიმე არქეოლოგიური
გათხრის ნიმუში. დააკვირდნენ არქეოლოგების მუშაობის პროცესს. დაესწრნენ ბავშვის სამარხის
გადახურვას. რადგან ამჟამად მუზეუმში რემონტი
მიმდინარეობს, ექსპონატები სხვა დამხმარე შენობაშია შენახული. მოსწავლეებმა დაათვალიერეს
ექსპონატები, გიდმა ისაუბრა მათ წარმომავლობაზე, ისტორიული ფაქტების და ვანის არქეოლოგიური
გათხრების მნიშვნელობის შესახებ. ოქროს ნაკეთობები ამჟამად თბილისის სახელმწიფო მუზეუმში
ინახება, მოსწავლეებმა მხოლოდ მაკეტების დათვალიერება შეძლეს. საწყენია, რომ ძველად
ბევრი ოქრო მოსახლეობაში გაიბნა და დაიკარგა. მოსწავლეებმა სურვილი გამოთქვეს ,რომ
დაესწრებიან ახალი მუზეუმის გახსნას. შემდგომ გზა გააგრძელეს სოფელ ჭყვიშში
და მოინახულეს გალაქტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმი. 17 ნოემბერი გალაქტიონის დაბადების
დღეა. გალაქტიონის იუბილე ყოველწლიურად აღინიშნება. ეს დღეც იმიტომ ამოარჩიეს. მუზეუმში რემონტი ახალი დამთავრებული იყო და რადგან
ღონისძიების დაწყებამდე ცოტა დრო იყო დარჩენილი მუზეუმის პერსონალი და მოსახლეობა ჩქარობდნენ ეზოს მოწესრიგებას სტუმრების დასახვედრად. ჩვენი
სკოლის მოსწავლეებმაც შეაგროვეს ჩამოყრილი
ფოთლები, ასე შეიტანეს წვლილი ეზოს დასუფთავებაში და მადლობაც დაიმსახურეს. როკითის მოსწავლეებმა წარმოადგინეს გალაქტიონის
ლექსების მცირე კომპოზიცია. შემდეგ დაესწრენ ღონისძიებას, მოუსმინეს სიმღერებს და ლექსებს
მოსწავლეების და ქუთაისის თეატრის ცნობილი
მსახიობების შესრულებით. ღონისძიება იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ დაიგეგმა როკითის სკოლაშიც აღინიშნოს გალაქტიონის საღამო. სასიამოვნო
შთაბეჭდილებებით გაგრძელდა გზა სამტრედიისკენ და ჯიხაიშში დაათვალიერეს ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი.
გიდმა ისაუბრა ნიკო ნიკოლაძის ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ. ყურადღება მიიპყრო ნიკოს მიერ პარიზიდან ჩამოტანილმა უძველესმა საოჯახო
ტექნიკამ (სარეცხი მანქანა, ღვინის ბოთლის საბეჭდი მანქანა, ღუმელი და სხვა),ქარის
სადგურმა და ა. შ. ლამაზმა ეზომ იშვიათი ჯიშის
ხეებით და მცენარეებით. მოსწავლეები
აღფთოვანებას ვერ მალავდენენ. ერთი ლამაზი და დაუვიწყარი დღე ჩაიწერა მათ ცხოვრებაში.
მადლობას ვუხდით სოფლის გამგეობას ტრანსპორტით დახმარებისთვის.
Комментариев нет:
Отправить комментарий